აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიისა და მმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრისას საერთო სასამართლოების შესახებ კანონის განხილვას საკმაოდ დიდი დრო დაეთმო, - ამის შესახებ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, თომას მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელია, არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემა რეფორმას საჭიროებს. მელიას განცხადებით, ამ საკითხზე მოისმინეს განსხვავებული ხედვები.
"ვიცით, რომ არის დებატები, გადაგზავნილია კანონპროექტი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად. უმნიშვნელოვანესია, რომ თუკი ეს კანონი იქნება მიღებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება პროფესიონალური ნიშნით შერჩეული და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო", - აღნიშნა თომას მელიამ.