იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც არის ომში, გაეროს ამ დიდ ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც გაეროს ტრიბუნა საქართველოს კრიტიკისთვის გამოიყენა.
„თუმცა, ამ ადამიანებისგან, კონკრეტულად ზელენსკის და მისი ჯგუფის მხრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. თუმცა, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ განცხადებების შინაარსს”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.