ამ დიპლომატიური თავხედობის პარალელურად, ქართული საზოგადოება ხედავს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღად ქმედებენ სხვა ქვეყნის საელჩოები და ელჩები. არავის სმენია, ქვეყნის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში ჩარეულიყოს უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ისინი განუხრელად იცავენ ვენის კონვენციას და ქვეყანათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, კონკრეტული დიპლომატები საქართველოში მიზანმიმართულად აღვივებენ შუღლს საზოგადოებაში და ახალისებენ ძალადობას, რადგან დავალებებს ერთი ცენტრიდან - „დიფ სტეიტიდან“ იღებენ.
„ეს კონტრასტი კიდევ ერთი მკაფიო სამტკიცია იმისა, რომ ფიშერი, არაქელიანი, ჰერჩინსკი, უორდი და კიდევ რამდენიმე, ეგრეთ წოდებული დიპლომატი პირდაპირ დიპ სტეიტის აგენტები არიან, მათი ანტიქართული ქმედება ერთი-ერთში ემთხვევა პასპორტით ქართველი ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს, რადგან დავალებებს ერთი ცენტრიდან, დიპ სტეიტისგან იღებენ. ხსენებული ელჩები და საელჩოები, იგივე დიპ სტეიტის მცირე ფილიალები მიზანმიმართულად ახალისებენ ძალადობას, რადიკალიზმსა და დაპირისპირებას, აღვივებენ შუღლს საზოგადოებაში და პარალელურად, ადგილზე ამაგრებენ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მათი აგენტურა დასვან - რაც არის ამ ეტაპზე დიპ სტეიტის მთავარი ამოცანა საქართველოში“,- ვკითხულობთ წერილში.
წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ აკრედიტებული ელჩების ქმედებები საქართველოში ნათლად გამოხატავს იმას, რომ მათი მთავრობები იმართებიან უშუალოდ „დიპ სტეიტის“ მიერ, შესაბამისად ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს, რამდენადაც ერთ ელჩს შეცვლის მეორე.
„საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან დიპ სტეიტის მიერ, ხოლო ამ ორ ქვეყანას თავადაც გამალებით ებრძვიან, რათა როგორმე აგენტურის მმართველობა დააფუძნონ. ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას, მათ გაძევებას არანაირი აზრი არ აქვს - როდესაც მისი დამნიშნავი მთავრობა, ქვეყანა რომელსაც ისინი წარმოადგენენ - მთლიანად დიპ სტეიტის მიერ მართულია. ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.