თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდიდან ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, მოქალაქეებს სააკაძის ქუჩაზე შეხვდა. შეხვედრამდე კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და სააკაძის ქუჩებზე მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრაზე დავით ჭელიძემ საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
„ამ უბანში ძალიან კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს, აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია ამ ადამიანების სურვილები და საჭიროებები. ამ უბნის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურია არჩევნების დღეს და მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერსაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის აქვს ძალა და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და განავითაროს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა დავით ჭელიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე.