საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მისი სიცოცხლე საქართველოს ეკუთვნის".
ასე გამოეხმაურა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან და პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განმარტებას
"საქართველომ იმ ომში მთავარი რამის გადარჩენა შეძლო და დღესაც კაჩინსკის ძმა ყვებოდა, რომ როცა რუსები თბილისისკენ მოდიოდნენ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ. მართალია, რუსეთმა დამატებით იმაზე მეტის ოკუპაცია მოახდინა, ვიდრე აკონტროლებდა - რამდენიმე ათეული სოფლის, მაგრამ ჩვენ გავაჩერეთ ის, რისთვისაც მოდიოდა რუსეთი. დღეს რუსეთს ამის შენარჩუნების შანსი არ აქვს, თუ არა ქართველების ხელით. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. მთელი ეს წლები რუსები საუბრობდნენ ომის გამოძიებაზე და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის - ჩემი და სხვების პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვდნენ. მთელი ეს პერიოდი რუსეთის მთავარი მოთხოვნა ეს იყო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, ნახევარი მილიონი ჩვენი თანამემამულე სახლებში ვერ ბრუნდება. ამ სიტუაციაში მინდა ვიკითხო, როცა მთელმა მსოფლიომ ყველაფერი უკვე დაადგინა – რეზოლუციები მიიღო, დეკლარაციები გამოაქვეყნა, რუსებს აღიარების პროცესები გავუჭედეთ, რა ფუნქციას ემსახურება იმ გამოძიების დაწყება, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი სუბიექტი - რუსეთი ითხოვდა. რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს - მხოლოდ ერთი, აღმოჩნდეს, რომ ბევრი რამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალია. წყალსაც წავუღივარ მეც და საქართველოს სხვა ხელმძღვანელობა, ეს ხომ პირდაპირ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს დაარტყამს და ჩვენ მართლაც მივიღებთ იმას, რასაც რუსეთმა სხვადასხვა პროვოკაციებითა და ემბარგოებით ვერ მიაღწია, მივიღებთ მისი ოკუპციის იურიდიულ დაკანონებას და ამას ვერასდროს ვერ მიაღწევს, თუ ქართველების ხელით არ გააკეთებს. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული თამაში. მე ასეთ გამოძიებაში არათუ არ მივიღებ მონაწილეობას, არამედ ისტორიის, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამდგობრობის წინაშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ვერცერთი ქართველი პატრიოტი ასეთ გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს გამოძიება რუსული თამაშია, რუსეთის დაკრულზე ცეკვა. ეტყობა ის რაღაც გარიგება, რაზეც იყო საუბარი, ეს მე არ ვიცი, თუმცა ვხედავ, რასაც ვხედავ, რომ თავისი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებენ. ის, რაც მათ 2008-ში თავისი ხელით ვერ გააკეთეს, ახლა უნდათ ქართველების ხელით გააკეთონ. ვისაც საქართველო უყვარს, ამას სათოფეზე არ გაეკარება. უფრო მეტიც, ვინც ამას გააკეთებს, მომავალში ყველა პასუხს აგებს, რადგან საქართველო გაძლიერედება, დეოკუპაციას მოხდენს და საქართველო ყველას თავის ადგილს მიუჩენს, საქართველო მსოფლიო რუკიდან ვერავინ გაწევს. ჩვენ ბოლო წლები იმდენი ვუმუშევთ, რომ მსოფლიო რუკაზე დავმკვიდრდით. მთავრობები მიდიან და მოდიან, შეიძლება, ბევრი რამ დააშავონ, მაგრამ ხელები შორის მთავარი საკითხებიდან. ამ საკითხებზე ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, შეურიგებელი და მე წავალ ბოლომდე, რადგან ჩემი სიცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ პუტინმა საქართველოში გამარჯვება მოიპოვოს, რომელიც ჩვენ ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად 2008-ში შევუჩერეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.