განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "საქართველოს შეირაღებული ძალები სახელმწიფოს სიამაყეა და ის სხვა დღეებთან ერთად 26 მაისსაც უნდა გამოვლინდეს".
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"შეიარაღებული ძალები ქვეყნის ბურჯი და სიამაყეა, ამაზე მთელი სახელმწიფო დგას. შესაბამისად, ეს სიამაყე 26 მაისსაც უნდა გამოვლინდეს. თუმცა რა ფრომით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მთავრობასაც არ გადაუწყვეტია. ამ ადამიანებს ქვეყნისთვის უკვე თავი გაწირული აქვთ, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ვიარსებოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ. სამხედრო ძალები ყველა თვალსაზრისით, საამაყოა და მისი გამოვლინებაც უნდა მოხდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.