რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "სამხედრო აღლუმის ჩატარება საბჭოთა კავშირის გადმონაშთია".
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვის "უნდა ჩატარდეს თუ არა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი?" საპასუხოდ განაცხადა.
"მე საერთოდ ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც ვამბობ, რომ სამხედრო აღლუმები საბჭოთა გადმონაშთია. არცერთი ქვეყანა მსგავს აღლუმებს არ ატარებს, გამონაკლისია მხოლოდ საფრანგეთი, ფრანგები ატარებენ დემონსტრაციას, რა დროსაც მთელი ქვეყანა გარეთ გამოდის, მაგრამ იქ არიან მეხანძრეები, ექიმები და ა.შ, სამხედრო აღლუმი მხოლოდ რუსეთში ტარდება, რადგან ეს შეიარაღებული ძალების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.