საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლა აღლუმის ჩასატარებლად ფული არ აქვს.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"აღლუმთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პირადად ჩემი შეხედულებით, საქართველოს არც ადრე და არც ახლა, აღლუმის ჩასატარებლად დასახარჯი ფული არ აქვს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.