ირაკლი ალასანია - 26 მაისს აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი

ირაკლი ალასანია - 26 მაისს აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი

26 მაისს აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

ალასანიამ აღლუმთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 26 მაისი აუცილებლად საზეიმოდ აღინიშნება და იქნება სამხედრო კომპონენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხევედრისას განაცხადა, რომ 26 მაისს აღლუმის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელმაც სამხედრო ძალა უნდა აჩვენოს.