საქართველო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ რუსულ კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლებთან დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, დღეს შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრადა ზოგადი საუბარი.
მინისტრის განცხადებით, შეიქმნება სამუშააო ჯგუფები, როგორც ქართული მხრიდან, ასევე ამ კომპანიის მხრიდან. ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონკრეტულ პროექტებზე საუბარი.
როგორც კალაძე აცხადებს, სამინისტრო თავის მხრიდან წარადგენს პროექტებს, რომელთა განხორციელების იდეა არსბობს, გადაწყვეტილება კი, შემდეგ იქნება მიღებული.
"ამის მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, აშენდება თუ არ აშენდება, გააკეთებენ თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტს. თვითონ კომპანიას რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და შარშანდელი მოგება ამ კომპანიის ერთი მილიარდი აშშ დოლარი იყო. მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდი კომპანიები არიან დაინტერსებული ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კახი კალაძემ.
კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვივნენ. დელეგაციის ხელმძღვანელია RusHydro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი რეჟინაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები იგეგმება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან.
დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი გაუწევენ.