საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის ელჩს გაუნტერ ბეხლერს შეხვდა.
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს შეეხო.