საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, "სააკაშვილისთვის არავის უთქვამს, რომ დამნაშავეა, თუმცა ეტყობა მასში ქვეცნობიერი ლაპარაკობს".
ამის შესახებ ხიდაშელმა 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"სააკაშვილისთვის არავის უთქვამს, დამნაშავე ხარო, ეტყობა მასში რაღაც ქვეცნობიერი ლაპარაკობს და საკუთარი შიშები აწუხებს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ქვეყნის მთავარსარდლის ინტერესებში არ იყოს ის, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული", - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.