შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1–ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1993 წელს დაბადებული ლაშა დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა 4 აპრილს, თბილისში, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და ქურხულის ქუჩებზე, ღამის საათებში, ცხრა სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელები და პულტები მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეტრო-სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) მე–3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1–ლი განყოფილება აწარმოებს.