ქუთაისის საკრებულო მერის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს

ქუთაისის საკრებულო მერის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს

ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის მერის, ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამის წინადადებას დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული საკრებულოს დეპუტატები დააყენებენ.

ამასთან, ქუთაისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე სახელდება, თუმცა თავად გიორგაძეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული.