აფხაზეთის ტერიტორიაზე 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

აფხაზეთის ტერიტორიაზე 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

აფხაზეთის ტერიტორიაზე 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს , მიწისძვრა ღამით, 02.31 საათზე მოხდა. ეპიცენტრი გუდაუთიდან ჩრდილოეთით, 22 კილომეტრში დასახლებულ ტერიტორიაზე იყო.

მიწისძვრა სეისმურმა აპარატებამ დააფიქსირეს, თუმცა მიწისძვრით გამოწვეული შედეგების შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში არ აქვთ.
რუსული წყაროების ინფორმაციით კი, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.