ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი მაიკლ იენსენი მხარეებს მოუწოდებს, არასდროს მიმართონ ისეთ არადემოკრატიულ გზებს, როგორიცაა ადამიანის პოლიტიკური კუთვნილების შეცვლის მიზნით მათზე ზეწოლის განხორციელება.
ამის შესახებ მაიკლ იენსენმა ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "არსებობს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს არჩეულ კანდიდატებზე ზეწოლა, რათა ისინი ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადავიდნენ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც პოლიტიკური პირი იცვლის პოლიტიკურ შეხედულებას და პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველგვარი ზეწოლა თუ წნეხი გამორიცხული უნდა იყოს. ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ, არავითარ შემთხვევაში არ მიმართინ ისეთ არადემოკრატიულ გზებს, როცა წნეხის გზით ადამიანები პოლიტიკურ კუთვნილებას იცვლიან", – აღნიშნა მაიკლ იენსენმა.