„საბერძნეთში მოკლეს ქართველი ქალი, რომელიც იქ ზესტაფონიდან სამუშაოდ იყო ჩასული. ეს ინფორმაცია ჩვენს ახლობელს ათენიდან იქაურმა ქართველებმა შეატყობინეს. დაუზუსტებელი ცნობით, ქართველი ქალბატონი მოკლა ხანშიშესულმა მეპატრონემ თავში ტაფის ჩარტყმით. ჩვენთვის ცნობილია ამ ქალბატონის სახელი და ის სოფელი, სადაც საბერძნეთში გამგზავრებამდე ცხოვრობდა - ესაა ზესტაფონის რაიონის სოფელი კვარითი, სადაც ქალბატონი მზევინარი ცხოვრობდა და აფთიაქში მუშაობდა. ასევე ვიცით ის, რომ ვერ იპოვეს მოკლულის პირადობის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა და იქაური სამართალდამცველები პიროვნების იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ.
ათენში მცხოვრებმა ქართველებმა განგვიმარტეს, რომ თუ მოკლულის ვინაობას ერთი კვირის მანძილზე ვერ დაადგენენ და საბუთებს ვერ იპოვნიან, მოკლულს კრემაციას ჩაუტარებენ. ამიტომ მასმედიის საშუალებებს გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რითაც შესაძლებელია მოკლულის ვინაობის დადგენა და შესაბამისად, კრემაციის თავიდან აცილება. პატივისცემით ევგენი მიქელაძე, „ეროვნული ფრონტის“ გამგეობის თავმჯდომარე, ტელეფონი - 568 20 82 82