ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონში ცვლილებებს სთხოვს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას სთხოვს. როგორც ნინო ბურჯანაძემ 

დღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ მედიაკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ როცა ხელისუფლება მესამე პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზე საუბრობს, ამისთვის მან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობა" ყოველთვის ძლიერი პარტია იყო.

"რატომ არის "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალა. პოლიტიკური ძალის რიგითობა უნდა გასაზღვროს საზოგადოებამ და მოსახლეობამ. მხოლოდ მათ შეუძლიათ რომელიმე პარტიას მიანიჭონ პირველი ნომერი ან მეთხუთმეტე", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა იყო, მის პარტიაში 30 000-ზე მეტი რეგისტრირებული ადამიანი იყო, აქედან 45 - პატიმრობაში.
"ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზე მხოლოდ სურვილი არ არის და ამისთვის საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაზეთის მთავარ რედაქტორებსა და ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა გაძლიერდეს, მისივე თქმით, მან ეს წინადადება შესთავაზა ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს და სალომე ზურაბიშვილს.