საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში უნდა ჩასულიყო".
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტს პრობლემები შეექმნა, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც ვიცი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გუშინ მე დავბრუნდი პოლონეთიდან დელეგაციასთან ერთად და დღეს ის უნდა ჩაბრძანებულიყო. ჩვენ ვთხოვეთ პოლონელ მეგობრებს, რომ განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ მის ჯანმრთელობას. იმედია, რომ ეს ყველაფერი პარლამენტში მოსვლაში ხელს არ შეუშლის. პირადად მე რამდენიმე დღე გასული ვიქნები ქვეყნიდან, თუმცა როგორც კი სამი კვირის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა მე მივმართე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დამიკავშირებოდნენ სააკაშვილის პარლამენტში ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად, დღემდე ასეთი შემოხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არ ყოფილა. მე მზად ვარ, ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად პრეზიდენტს ვუმასპინძლო და როგორც კი მისთვის სასურველი დრო დადგება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პირველ პირს მოუსმენს", - განაცხადა უსუფაშვილმა.