ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრა სოფლის ექიმს, რომელსაც 4 თვით ლიცენზია შეუჩერდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სერგეენკომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემას დაუკავშირა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გოგიტა აბაშიძე დაუბალანსებელი კვების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი უკვე შესწავლილი - პასუხისმგებლობა დაეკისრა სოფლის ექიმს, რომელსაც 4 თვით შეუჩერდა ექიმის ლიცენზია და ასევე დაეკისრა კვალიფიკაციის ამაღლება.
დავით სერგეენკომ სოციალურ მუშაკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა გოგიტა აბაშიძის ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვალებამდე განგაში არ აუტეხიათ.
ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ქაღალდზე კარგად არის დაწერილი სოფლის ექიმის პროექტი, თუმცა რაც ქაღალდზეა დაწერილი იმის ნახევარი რომ სრულდებოდეს, პროექტი წარმატებული იქნებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი პირველი არ არის და მსგავსი შემთხვევა2012 წლის დეკემბერში საგარეჯოს რაიონშიც დაფიქსირდა.