საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩი გამართა და მეტოქე 23:9 დაამარცხა.
ანგარიში პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრებმა გახსნა. მე-7 წუთზე იგორ კლუჩნიკოვმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" ხუთიოდ წუთში მოახერხეს.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა წინ გასვლა შეძლო და ანგარიში 3:6 გახდა.
შესვენების შემდეგ კი, კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა შეასრულა და ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3:13 გახდა. მალევე მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - 6:13.
72-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრებს მორიგი 3 ქულა კვირიკაშვილმა საჯარიმოთი მოუტანა, სამი წუთის შემდეგ კი ალექსეი შერბანმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა - 9:16.
შემდეგ კი, მამუკა გორგოძემ შეტევა ლელოთი დაასრულა, კვრიკაშვილმა კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დაფიქსირდა საბოლო ანგარიში - 9:23.