შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვიღაც ცდილობს მეურვეს როლი ითამაშოს, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად მხარდაჭერილია მათი მხრიდან. აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ რამენაირად

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვიღაც ცდილობს მეურვეს როლი ითამაშოს, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად მხარდაჭერილია მათი მხრიდან. აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ რამენაირად

შალვა პაპუაშვილმა გორბის“ კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამ კვლევამ ჩემთვის მთავარი რაც აჩვენა, არის 62%-იანი ნდობა ქართველი ხალხის და პარლამენტის მიმართ. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ხელისუფლებასა და პარლამენტს ელაპარაკება ან ცდილობს რომ ელაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით. აი ამას უპასუხა ქართველმა ხალხმა ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რომ როდესაც ვიღაც ცდილობს მეურვეს როლი ითამაშოს ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ მიღებული კანონები და გატარებული რეფორმები სრულად მხარდაჭერილია მისი მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის მხრიდან. ასე რომ აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ ამას რამენაირად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან კვლევაში ოპოზიციის მიერ ნაჩვენები შედეგიც შეაფასა.

რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, ხაზი უნდა გაესვას, რომ სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ვაკვირდებით - მაშინ როდესაც ცნობილი გახდა რა წამების სისტემა ჰქონდა სააკაშვილის შექმნილი, ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში ხმას აძლევენ მის პარტიას და მისი ქოლგის ქვეშ არსებულ პარტიებს. ესეც სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა ამ კვლევის მთავარი შედეგებია, რომ ქართული ოცნება“ უკვე მეათედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს საქართველოს ეროვნული ინტერესები - ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს და არა სხვა ხალხებს, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ჯგუფებს, ხელისუფლებებს და ..“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტელეკომპანია იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.