საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერს აქვს დეკლარირებული ამოცანა და ეს ამოცანა არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეზოში გამართული აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ახალი აღებული აქვს მთავრობის მანდატი და იმ ხალხის მხარდაჭერა.
"ბატონი ივანიშვილი ფიქრობს მოკლევადიან პერსპექტივაზე და დღესვე ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას", - აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს თბილისის თვითმმართველობის ხელში ჩაგდება.
"ეს არის სახიფათო პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ამოცანა ვერასოდეს ვერ მიიღწევა, - აცხადებს ბოკერია.