ნატო-მ დაასრულა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განაღმვაში ეხმარებოდა. ამის შესახებ საერთაშორისო ამბების ვებგვერდი UPI.com იუწყება.
`ნაღმები და აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვები საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ~, - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდი ავრცელებს.
UPI.com-ის ინფორმაციით, საქართველომ განაღმვისთვის საჭირო ხელსაწყოებისთვის ნატო-ს ფონდიდან 790 ათასი აშშ დოლარზე მეტი მიიღო.
`ნატო-ს ამ პროექტმა საგრძნობი შედეგები მოუტანა ხალხს და ალიანსის მუშაობა საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა. ამ პროექტის მეშვეობით, ასევე გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები დანაღმულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის",- განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.