ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა. ევროპაში ქართულ ბაყაყზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება. გურმანთა შეფასებით, ქართულ ბაყაყს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს და გემური თვისებებით ის განსხვავებულია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ფრინველისა და ღორის გრიპის ასევე სხვა ვეტ-დაავადებების გავრცელების პარალელურად, ევროპაში ბაყაყაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მას თეთრი ხორცი აქვს და გემოთი ქათმის ხორცს ჰგავს. ზოგიერთები მის გემოს შემწვარ თევზს ადარებენ. ბაყაყის ხორცს შებოლოლი სახითაც ინახავენ და განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებსა და ალპინისტებში.
ევროკავშირის ქვეყნები ქართული ბაყაყით დაინტერესებას გამოხატავენ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, საქართველოდან ბაყაყის ექსპორტი პირველად 2009 წელს განხოციელდა და ამ კუთხით საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩნდა.
კვეზერელი განმარტავს, რომ უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესებაც არსებობს.
„ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითქვა და გასულ წელსვე საქართველოდან ბაყაყების გარკვეული რაოდენობის საცდელი ექსპორტი განხორციელდა. 2009 წელს ექსპორტში ასევე აღმოჩნდა ჩვენთვის ეგზოტიკური დასახელებები. ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, რათა ყველა საექსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ“, – აცხადებს ბაკურ კვეზერელი.
გარდა ამისა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარისა და გურიის რეგიონებში უკვე არსებობს ბაყაყების მომშენებლი მეურნეობები და ამ ეტაპზე საუბარი სფეროს ინვესტირებასა და განვითარებაზე მიმდინარეობს.
ფაქტია, რომ ევროპაში ქართულ ბაყაყზე მოთხოვნა იზრდება. გურმანთა შეფასებით, ქართულ ბაყაყს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს და გემური თვისებებით ის განსხვავებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, 2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 60კგ – 497,3 დოლარის ღირებულების ბაყაყის თათებია ექსპოტირებული. ხოლო 2009 წელს 96კგ – 791 დოლარის ღირებულების ბაყაყის თათია გატანლი.
საქართველოდან ცოცხალი ბაყაყის ექსპორტიც ხორციელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 250 ათას 500 ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი განხორციელდა, რამაც მთლიანობაში 4 ათას 175კგ შეადგინა.
2009 წლის განმავლობაში საქართველოდან 14 ათას 612 დოლარის ღირებულების ცოცხალი ბაყაყია გაყვანილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი მხოლოდ საფრანგეთში განხორციელდა. ბაყაყებზე მოთხოვნილება მაღალია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანებში, აშშ-ში, ავსტრიასა და სამხრეთ ამერიკაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ფრინველისა და ღორის გრიპის ასევე სხვა ვეტ-დაავადებების გავრცელების პარალელურად, ევროპაში ბაყაყაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მას თეთრი ხორცი აქვს და გემოთი ქათმის ხორცს ჰგავს. ზოგიერთები მის გემოს შემწვარ თევზს ადარებენ. ბაყაყის ხორცს შებოლოლი სახითაც ინახავენ და განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებსა და ალპინისტებში.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბაყაყების ექსპორტი 1960-1980 წლებში დაიწყო და ყოველწლიურად, ცოცხალი და სპეციალიზირებული სახით საფრანგეთსა და იტალიაში 80 ტონა ბაყაყი გაქონდათ. ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე 1 კგ ბაყაყის ფასი 4-დან 6 დოლარამდეა.
ცნობისთვის, ბაყაყისებრთა ოჯახი 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი, რომელიც ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია.
ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება უმთავრესად მწერებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ფრინველების ბარტყებით, ბიგებით და ამფიბიების ახალგაზრდა ფორმებით. ზამთრობს წყალსატევების ფსკერზე. ბაყაყი დებს 9000-მდე ქვითირს. ტბის ბაყაყის თავკომბლების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;
რაც შეეხება მცირე აზიურ ბაყაყს (Rana macrocnemis), მას ემოდან ღია მურა, წენგოსფერი ან ყავისფერია და მუქი ლაქები აქვს. მუცელი უხალებოა, ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-წითელი. გავრცელებულია მზირე აზიაში, ამიერკავკასიაში და წინაკავკასიაში. ბინადრობს მთის ტყეებში, ტყე-სტეპებში და ალპურ მდელოებზე. ზღვის დონიდან 3000 მ-მდე. წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.