"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია მაღაროელებს ხელფასების 25%-იან ზრდას დაჰპირდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციამ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათ კომპანიის ადმინისტრაცია ხელფასების 25%-ით გაზრდას სთავაზობს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციასთან ნაწილობრივ წარმატებით დასრულდა.

„კომპანიის ადმინისტრაცია ყველა იმ მოთხოვნას დასთანხმდა, რაც მაღაროელებს გააჩნდათ. მათ პირობა მოგვცეს, რომ ერთი კვირის ვადაში ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, რაც მაღაროელებს აქვთ. თუმცა რაც შეეხება მათ მოთხოვნას ხელფასების 100%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ეს კომპანიამ არ დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიის ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასების 25%-იან ზრდას დაჰპირდა", - განაცხადა ხიდაშელმა.

ხელფასების 100%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა მეხუთე დღეა მიმდინარეობს.