შტეფან ფულე: მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში მაქსიმალურად ჩაერთოს

შტეფან ფულე: მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში მაქსიმალურად ჩაერთოს

გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ახალ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდებს.

ამასთან დაკავშირებით შტეფან ფულემ განცხადება დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ის მალე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

„მათ უნდა იამაყონ იმ როლით, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში ითამაშეს, მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში მაქსიმალურად ჩაერთოს", - განაცხადა ფულემ.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ევროპის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი ჰელგნ შმიდტი ესწრებოდნენ.