ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას, ყველა რეალობას და ყველა პერიოდს აქვს თავისი გამოწვევები , ინტერესები და გადაწყვეტილება კი უნდა იყოს მიღებული ოპტიმალური და არა ერთი მხარისთვის სასარგებლო . რაც შეეხება მესამე დონის საავადმყოფოებებს , არ არის აუცილებელი ის სახელმწიფო მართვაში იყოს.
ეს განცხადება სერგეენკომ For.ge -ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
"არის უამრავი უძლიერესი კლინიკები, რომელიც არის კერძო მმართველობაში. მაგალითისთვის ბერლინის გულის ინსტიტუტს დავასახელებდი, რომელიც არის რაღაც ექსტრაკლასის დაწესებულება, რომელიც კერძო მფლობელობაშია და იქ იგივე აქტივობები ხორციელდება, რაც საუნივერსიტეტო კლინიკაში, არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობა, უამრავი პროფილი, სწავლითი აქტივობები და ა. შ. ანუ არ არის აპრიორი, რომ მაინცდამაინც სახელმწიფოს მართვა იყოს.
ყველა ქვეყანას, ყველა რეალობას და ყველა პერიოდს აქვს თავისი გამოწვევები , ინტერესები და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ოპტიმალური და არა ერთი მხარისთვის სასარგებლო . ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს ფუნქცია, მაინცდამაინც სახელმწიფომ უნდა იკისრო . უნდა შესრულდეს ის, რაც ავალია ჯანდაცვას", -აღნიშნა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვა არ არის მარტო საავადმყოფო და არსებობს კიდევ უამრავი რამ, რომ დიდხანს და ხარისხიანად, ჯანმრთელად იცოცხლოს ადამიანმა.
"ჩვენ რატომღაც ყოველთვის აკვიატებული გვაქვს , რომ ჯანდაცვა არის მარტო საავადმყოფო. საავადმყოფო. ჯანდაცვა არ არის მხოლოდ საავადმყოფო, ზოგ არეალში და გამოწვევებში , ჯანდაცვა შეიძლება იყოს მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა და შეიძლება ამითი მიაღწიო მიზანს. მიზანი არის ის, რომ დიდხანს და ხარისხიანად, ჯანმრთელად იცოცხლოს ადამიანმა. შეიძლება იოდის კვებითი დანამატებით მიაღწიო იმას, იმ შენი მისია შეასრულო. მინდა აღვნიშნო , რომ ჯანდაცვა არ არის მარტო საავადმყოფო და არის უამრავი სხვა რაღაც, რითაც ადამიანზე მზრუნველობაა შესაძლებელი", -აღნიშნა სერგეენკომ.