დავით სერგეენკო: სახელმწიფო სტრატეგია უმუშევართა დასაქმება იქნება და არა უმუშევრობის გამო მათი მატერიალური დაკმაყოფილება

დავით სერგეენკო: სახელმწიფო სტრატეგია უმუშევართა დასაქმება იქნება და არა უმუშევრობის გამო მათი მატერიალური დაკმაყოფილება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევართა კომპენსაცია არის ძალიან ფაქიზი და მტკივნეული თემა, რომელზეც საზოგადოება პასუხს ელოდება-ან კის ან არას.

„ეს კითხვა ძალიან ფაქიზი,  მტკივნეული და აქტუალური კითხვაა, ამიტომ ძალიან ხშირად ისმევა  საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ამ კითხვას გაეცემა პასუხი ან კი ან არა. სამწუხაროდ არის კითხვები, რომლებზეც ასეთ პასუხს ვერ გასცემ და ამას სჭირდება მსჯელობა. მე შევეცდები დაგისაბუთოთ ,რას ვგულისხმობ ამაში

 ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც შეიქმნება ერთიანი სადაზღვევო ფონდის სახით, ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის არა მარტო დაზღვევას ყველანაირი რისკებისგან,  რაც კი შეუშლის ხელს მათ  ნორმალურ სოციალურ ცხოვრებას,  ეს იქნება რისკი დაავადების გამო ჯანმრთელობის ხანგრძლივი, მყარი დაკარგვის გამო,ანუ იგივე ინვალიდობა. იქნება რისკი ასაკის გამო, შრომისუნარიანობის შემცირების ან დაკარგვის გამო, პენსიებს ვგულისხმობ. იქნება შედის სტანდარტულ პაკეტში, ანუ უარყოფით პასუხს,  რომ ეს თემა კოალიციაში არ განიხილება მე არ გეტყვით, თუმცა მიმდინარეობს პრიორიტეტების გათვლა,რა არის ყველაზე უფრო სასწრაფო და რა იქნება ყველაზე შედეგიანი ხანმოკლე და ხანგრძლივ პერიოდებში  “,-განაცხადა სერგეენკომ.  

თუმცა, სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო სტრატეგიას წარმოადგენს უმუშევრობის დასაქმება და არა უმუშევრობის გამო მათი მატერიალური დაკმაყოფილება.

„ უმუშევრობასთან მიმართებაში, სახელმწიფო სტრატეგია არის უმუშევრების დასაქმება და არა უმუშევრობის გამო მათი მატერიალური დაკმაყოფილება. პირველ რიგში, უნდა შესრულდეს ეს სტრატეგია, მხოლოდ ამის შემდეგ, ამას კი ცოტა დრო არ დასჭირდება, მასთან ერთად შეიძლება განხილული იყოს ეს საკითხი და ამ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებთ კის ან არას“,-განაცხადა სერგეენკომ.