შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი მაია ფანჯიკიძეს ხვდებიან

შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი მაია ფანჯიკიძეს ხვდებიან

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

ფულე და შმიდტი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მაია ფანჯიკიძეს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს მედიისთვის, სავარაუდოდ,  მაია ფანჯიკიძე გააკეთებს.

შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი კი, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ სასტუმრო „რედისონში“ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.