სეგეი უდალცოვს „გიორგი ვასილევიჩთან“ საქმის დაჭერისთვის 10 წელი ციხე ემუქრება

სეგეი უდალცოვს „გიორგი ვასილევიჩთან“ საქმის დაჭერისთვის 10 წელი ციხე ემუქრება

რუსი ოპოზციონერების სერგეი უდალცოვის, ლეონიდ რაზვოზჟაევის, კონსტანტინე ლებედევისა და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებით „მასობრივი არეულობების ორგანიზების მზადება“. ამ ბრალდების წასაყენებლად საკმარისი აღმოჩნდა ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში გასული კადრები, სადაც უდალცოვი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს მოქალაქე „გიორგი ვასილევიჩთან“-საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან  ერთად,  რუსეთის რამდენიმე ქალაქში არეულობების მოწყობას გეგმავდნენ  და მის დაფინანსებაზე მსჯელობდნენ.

რუსი იურისტები და პოლიტიკოსები ფილმის გასვლისთანავე ითხოვდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მხოლოდ მსჯელობდნენ, რომელი მუხლი წაეყენებინათ. რუსეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქმე 212-ე მიხლით აღიძრა, რომელიც „მასობრივი არეულობების ორგანიზების მზადებას“ ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ სერგეი უდალცოვმა ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს მოქლაქე „გიორგი ვასილიევიჩთან“-გივი თარგამაძესთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე არეულობების მოწყობა სასტიკად უარყო.