როტერდამის მუზეუმის არტ გალერეა „Kunsthal“-იდან მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ცნობილი მხატვრების 7 ნამუშევარი მოიპარეს. მათ შორისაა, პაბლო პიკასოს „არლეკინის თავი“, და ანრი მატისის „გოგონა, რომელიც კითხულობს“. გარდა ამისა მოპარულია კლოდ მონეს, პოლ გოგენის, მეიერ დე ჰაანასა და ლუსიენა ფროიდის ცნობილი ტილოები. (მონეს „ვატერლოოს ხიდი“ და „ჩარინგ-კროსის ხიდი“, ფროიდის „ქალი დახუჭული თვალებით", გოგენის „ქალი ღია ფანჯრის წინ“ და ჰოლანდიელი მხატვრის მეიერ დე ჰაანას ავტოპორტრეტი.)
ნამუშევრები გალერეაში შვიდ ოქტომბერს გამოიტანეს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო პირადი კოლექციის 150-ზე მეტი ტილო. გამოფენა სახელწოდებით Avant-Gardes ამ ფაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიხურა.
როგორც გაირკვა, მძარცველები მუზეუმში ღამე შეიპარნენ. გალერეა უმაღლესი დაცვის სისტემით იყო აღჭურვილი, თუმცა მიუხედავად ამისა, განგაშის სიგნალი არ დაფიქსირებულა. სამართალდამცავების განმარტებით, მძარცველები კარგად ორგანიზებული და მომზადებულები იყვნენ. მიმდინარეობს გამოძიება.