როგორც განიცდიდნენ მუდმივად ჯერ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე მარცხს და ფიასკოს, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. დეპუტატმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„ამ დაპირისპირებამ მათი აზრით, პატრონების აზრით, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ეს რადიკალური პოლიტიკური მოძრაობების ცალ-ცალკე ფრთები და მათ მომხრეებს, იმ ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანებს უნდა შეუქმნან იმის წარმოდგენა, თითქოს ისენი მხარს დაუჭერენ ლელოს და გახარიების და სახით არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ რაღაც შუაშისტურ ძალას. ეს სასაცილოა. ისინი როგორც განიცდიდნენ მუდმივად ჯერ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე მარცხს და ფიასკოს, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, „ლელომ“ ოფიციალურად დაადასტურა თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობა. ანალოგიურად იქცევა გახარიას პარტიაც. ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ნაცმოძრაობა“, „ახლები“ და მათი სხვა დანაყოფები.
თუ მაინცდამაინც, ალაპარაკეთ ამინდზე, ბადმინტონზე, სომალიში კალიების შესევაზე ...