ექსპერტი გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნების შეფასებისას აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელებისთვის დაბრუნებით ქვეყანაში სამართალი ბრუნდება.
როგორც ხუხაშვილი from.ge - სთან საუბარში აცხადებს, ეს პროცესი ძალზე დადებითი და მისასალმებელია.
„სიმბოლურია, რომ ტელეკომპანია „იმედით“ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის თქმით, ის დღეს, პატარკაციშვილების ოჯახს აუცილებლად შეხვდება.
„დღეს შევხვდები მათ და მივულოცავ, რომ ოჯახმა, როგორც იქნა, სამართალს მიაღწია. მათ სხვა პრობლემებიც აქვთ და იმედია, საბოლოო ჯამში სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.