ტელეკომპანია „იმედი“ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
„იმედმა“ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახსა და „იმედის“ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.
„ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისთვის ტელეკომპანიის გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისმხევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი“ - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის მიერ ტელეკომპანიის დატოვებასთან დაკავშირებით. იმედს" "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" 2011 წლის 29 დეკემბრიდან მართავდა.