ობამა მეორე სატელევიზიო დებატების წინ რომნის უსწრებს

ობამა მეორე სატელევიზიო დებატების წინ რომნის უსწრებს

გამოკითხვების თანახმად, დემოკრატი ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიაში მეორე სატელევიზიო დებატების წინ, რესპუბლიკელ მით რომნის  უსწრებს. დღეს ვაშინგტონში პოლიტოლოგიური კვლევები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ამერიკის მოსახლეობა ახალი პრეზიდენტისაგან სხვა ქვეყნებთან მეტ თანამშრომლობას და არა კონფრონტაციას მოითხოვს.

გამოცემა Wasgington Post-ისა და ტელეკომპანია  ABC-ის მიხედვით, ამერიკელების 49% ბარაკ ობამას, ხოლო 46% მით რომნის უჭერს მხარს. გამოკვლევების თანახმად, ამერიკელთა საკმაოდ დიდი პროცენტი თვლის, რომ პირველ სატელევიზიო დებატებში ამერიკის პრეზიდენტი აშკარად დაჯაბნა რესპუბლიკელთა ლიდერმა.

მეორე სატელევიზიო დებატები, ძირითადად მოსახლეობის იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს და წინასაარჩევნო გამოკითხვებში თავისი სიმპათია ჯერ არ დაუსახელებია.