გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი და პატიმრების წამების ამსახველი კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე სტუდია "ობიექტივს" და ირმა ინაშვილს მიმართავს აღიარონ ის გეგმა, რომელსაც ამზადებდნენ.
ამასთან დაკავშირებით ბედუკაძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა.
„ბედუკაძე ჩემს თვალში, ერთი აგენტია, რომელიც გადმოვიბირეთ და მოიტანა ეს მასალები! ეს ჩვეულებრივი ცნობილი ხერხია! მოვახერხეთ და მოვატანინეთ!!!" - ესაა ობიექტივის აზრი ჩემს შესახებ. ვნახოთ, ღვარძლით ავსებულო ადამიანებო როგორ მოახერხებთ თქვენი მზაკვრული გეგმების განხორცეილებას. გამოსავალი ერთი გაქვთ : აღიაროთ ის გეგმა, რასაც ამზადებდით. გპირდებით, ბოლომდე ჩაგყვებით ჯოჯოხეთში!" - წერს ბედუკაძე.
ცნობისთვის, საპყრობილეებში წამების ამსახველი კადრები სტუდია "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ბედუკაძისგან მოიპოვა.