ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი, დავით ნარმანია ფინანსთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც ტრანზაციის პროცესის ფარგლებში თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ მუშაობას გაეცნენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
„შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მე ვთხოვე მათ, რომ ფინანსთა სამინისტროს ფუნქციონირება არ შეფერხდეს და ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან თითოეული მიმართულებით მექნება კონკრეტული შეხვედრები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გავერკვიოთ სიტუაციაში და ვნახოთ, რა მდგომარეობაშია ქვეყნის ფინანსური სისტემა, რის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადური და ნარმანია სამინისტროში კიდევ ერთ შეხვედრას ხვალ გეგმავენ.