სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანდაცვის მუხლში თანხებს ამატებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანდაცვის მუხლში თანხებს ამატებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ ჯანდაცვის მუხლში დამატებითი თანხები გადაიტანა . ეს განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა გააკეთა.
მინისტრის განცხადებით,  ხელშეკრულებები გაუგრძელდა ყველა იმ სამოქალაქო საავადმყოფოს, რომელიც სისტემას ემსახურებოდა და ყველა პატიმრის დახმარება ეტაპობრივად ხდება. 
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც პირები დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორში გასვლის მიზეზით, ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას იმიზეზებენ. თუმცა უმეტესი შემთხვევა არის ისეთი, როდესაც მათი გაყვანის საჭიროებაა. დღეისთვის მაქსიმუმია გაკეთებული, რაც კი სისტემას შეეძლო გაეკეთებინა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.