მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა. მუზეუმში ბინა უკვე დაიდო 16-მა სკულპტურამ, რომლებიც  აჭარის ისტორიასთან არიან დაკავშირებულნი- მედეამ და იაზონმა, რომაელმა ჯარისკაცმა, ორმა არგონავტმა, ამ შენობის პირველმა მეპატრონემ ბინიათ ოღლიმ, ასლან აბაშიძემ. იგეგმება სხვა პირების ფიგურების დამზადებაც.

ცვილის ფიგურების მუზეუმი მაზნიაშვილის ქუჩაზე იმ  შენობაში გაიხსნა, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბათუმის ერთ-ერთი  გამორჩეულად ლამაზი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული,  XIX  საუკუნის ბოლოს ააგეს და ის ცნობილ ვაჭარს, თამბაქოს პირველ მრეწველს ბათუმში, ლაზარე ბინიათოღლის ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ, ამ სახლში განთავსებულ მუზეუმში ერთ-ერთი ბინიათოღლის ცვილის ფიგურა იქნება.

  ცვილის ფიგურების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 658.431 ლარი დაიხარჯა. მათ შორის - ცვილის ფიგურების დასამზადებლად - 290.400 ლარი, ხოლო დეკორაციული სცენების მოსაწყობად 219.362 ლარი.