კახა ბაინდურაშვილი: მისასალმებელია რომ ფინანსთა სამინისტროში ის ადამიანი მიდის, რომელმაც სისტემა იცის

კახა ბაინდურაშვილი: მისასალმებელია რომ ფინანსთა სამინისტროში ის ადამიანი მიდის, რომელმაც სისტემა იცის

ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად დანიშვნას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და მისასალმებელია ის, რომ იქ ის ადამიანი მიდის, რომელმაც სისტემა იცის.

„ზოგადად ფინანსთა სამინისტრო სხვა ტიპიური სამინისტროების მსგავსი არ არის. თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, საკმაოდ ტექნიკური სამინისტროა და პრინციპში მივესალმები იმას, რომ იქ ის ადამიანი მიდის, რომელმაც სისტემა იცის", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს,  ბაინდურაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია მინისტრთა ახალმა კაბინეტმა რეფორმები გააგრძელოს და ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსთვის, რომ შეინარჩუნოს მყარი მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვინაიდან ეს არის წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების და სოციალური ფონის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობაც ამ მიმართულებებს მიაქცევს ყურადღებას", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.