მერია თბილისის განვითარების ფონდის ბრალდებებს პასუხობს

მერია თბილისის განვითარების ფონდის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის  მერია თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროექტების უმრავლესობა დასრულდა, ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ვადა  მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ამოიწურა, შესაბამისად ახალი ხელშეკრულებების გაფორმება აღარ მოხდა.  
„პროექტების უმრავლესობა, რომელსაც თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებდა, დასრულდა და შესაბამისად, თანამშრომლებთან აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. თბილისის განვითარების ფონდი კეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და დაასრულებს ყველა იმ პროექტს, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. თანამშრომლების ბრალდება მიმდინარე პროექტების შეჩერებაზე არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომელსაც ხელს ფონდის 80-მდე თანამშრომელი აწერდა. მათი განცხადების თანახმად, მერიას დაგეგმილი აქვს ფონდის საქმიანობის შეწყვეტა ფორსირებული რეჟიმით და თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლება ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების