ნონა გაფრინდაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს

ნონა გაფრინდაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს

"სახალხო კრების“ თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით,  1 ოქტომბერს არჩევნებში პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს აღმავლობის გზაზე დადგომის იმედი გაჩნდა.

გაფრინდაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის ლიდერია, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა უნდა აკეთოს.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ  „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს, რადგან ბევრია გასაკეთებელი.

„დარწმუნებულები ვართ,  რომ ბიძინა ივანიშვილი ის ლიდერია,  რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული რა უნდა აკეთოს. მან ყველაფერი გააკეთა, რასაც საზოგადოებას პირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო ძალიან მძიმე იყო“, - განაცხადა  გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, „სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოსა და სათათბიროს გაფართოებული კონფერენცია გაიმართა.

მასზე ქვეყანაში ახალი რეალობის გათვალისწინებით,  კრების წევრებმა კრების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

 საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას,  26 მაისის მოვლენების გამოძიების აუცილებლობას და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მექანიზმებს ეხებოდა.