ზვიად ძიძიგური: პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართება, თუმცა მომავალში პარლამენტი იქ არ დარჩება

ზვიად ძიძიგური: პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართება, თუმცა მომავალში პარლამენტი იქ არ დარჩება

ახალი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალი, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართება, თუმცა, მომავალში პარლამენტი ქუთაისში არ დარჩება. ამის შესახებ ძიძიგურმა ჟურნალისტებს ქუთაისის პარლამენტის შენობის დათვალიერების შემდგომ განაცხადა.

მისი  განმარტებით, პარლამენტი აუცილებლად იქ უნდა იყოს, სადაც მთავრობაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში "მთავრობა მუდმივად თბილისსა და ქუთაისს შორის" იქნება.

„პარლამენტი საბოლოოდ ქუთაისში არ დარჩება, რადგან ფრაქციების პლენარულ და მთავარ სხდომებეზე მთავრობის წევრების დაბარება გულისხმობს იმას, რომ მთავრობა მუდმივად თბილისსა და ქუთაისს შორის უნდა იყოს. პარლამენტი უნდა ფუნქციონირებდეს იქ, სადაც არის მთავრობა“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისში პარლამენტში არსებული ვითარების შესასწავლად ჩამოვიდნენ, ამ დრომდე ქუთაისში რჩებიან.