ჯონი დეპის კომპანია შექსპირის მოტივებზე ტელენოველას გადაიღებს

ჯონი დეპის კომპანია შექსპირის მოტივებზე ტელენოველას გადაიღებს

კომპანია Infinitum Nihil, რომლის დამფუძნებელი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯონი დეპია, ხდება პროდიუსერი ტელენოველისა, რომელსაც შექსპირის პიესების მოტივებზე გადაიღებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ტელენოველაში დრამატურგის პიესებს თანამედროვე ეპოქაში გადმოიტანენ.  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად რომელი პიესები იქნება ეკრანიზებული ჯერჯერობით არ ვრცელდება. უცნობია ისიც თუ, რომელ არხზე გავა ეს სერიალი.

კომპანია Infinitum Nihil ჯონი დეპმა 2004 წელს დააარსა. კომპანიის პრეზიდენტია ჯონი დეპის და, კრისტი. Infinitum Nihil იმ პროექტების მხარასაჭერად შეიქმნა, რომლებშიც ჯონი დეპი მუშაობს, როგორც მსახიობი და პროდიუსერი.

Infinitum Nihil უკვე მონაწილეობდა „ბნელი ჩრდილებისა“ და „რომის დღიურების“ შექმნაში. ორივე მათგანში ჯონი დეპი მთავარ როლს თამაშობს. გარდა ამისა, კომპანია არის მარტინ სკორსეზეს „უგოს“ (დროის მცველის) პროდიუსერიც. ამ მომენტში Infinitum Nihil მუშაობს ვესტერნზე „მარტოხელა რეინჯერი,“ რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლში ჯონი დეპია დაკავებული.