ნინო ბურჯანაძე: „სახალხო კრება

ნინო ბურჯანაძე: „სახალხო კრება" „ქართულ ოცნებასთან" აქტიურ თანამშრომლობას აპირებს

"სახალხო კრება" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" აქტიურ თანამშრომლობას აპირებს. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბუჯრანაძემ დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „სახალხო კრება“ არჩევნების პროცესშიც კი თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“ და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრამვდება.

„თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობაზე, რათა ოპოზიციური ხმები არ გაყოფილიყო. ჩვენი წარმომადგენლები პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ეხმარებოდნენ კოალიცია "ქართულ ოცნებას" და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა "ქართულ ოცნებასა" და "სახახლო კრებას" შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. ძველი ხელისუფლება იმიტომაც იყო აუტანელი, რომ ჯანსაღი თანამშრომლობა მასთან წარმოუდგენელი იყო, თუ იყავი განსხვავებული აზრით განსხვავებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაშინ მოღალატედ შეგრაცხავდნენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ მიმართ მაქსიმალურ მომთხოვნელობას გამოიჩენს, რათა პრემიერ-მინისტრისა და ქართული საზოგადოების მოლოდინები გამართლდეს.