ია ანთაძე:  ეს  სრული ფინანსური განუკითხაობაა

ია ანთაძე: ეს სრული ფინანსური განუკითხაობაა

 მედიაექსპერტ ია ანთაძის განცხადებით, ჯერ კიდევ მოქმედ  ფინანსთა მინისტრის ნიკა ხეთაგურის ინიციატივა იმის შესახებ, რომ   ყველა მოქმედ ტელემაუწყებელს, მათივე თხოვნის საფუძველზე შეუმცირდეს არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქცია–საურავები, ხელისუფლების მხრიდან არის სრული ფინანსური განუკითხაობა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც სისტემურად მუშაობს მედიის პრობლემებზე, ხეთაგურის  ამ განცხადების გავრცელების შემდეგ არ შეკრებილა და ვერ გეტყვით, იქნება თუ არა რაიმე ერთიანი, საჯარო პოზიცია გამოხატული ამ კოალიციის მიმართ.

მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იტოვებენ და ვერ იტოვებენ ვერანაირ დავალიანებას სახელმწიფოს წინაშე. მათთვის გაუგებარია დანარჩენ ტელევიზიებს, რომლებიც ვალებს იგროვებენ, რატომ ჩამოაჭრის ხოლმე სახელმწიფო პერიოდულად დავალიანებას ისე,  თითქოს არაფერიც არ ყოფილა. ეს არის სრული ფინანსური განუკითხაობა, რაც არის კავშირში საინფორმაციო პოლიტიკასთან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა“,-აცხადებს მედიაექსპერტი.

ანთაძის განცხადებით,  ჯერჯერობით „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რამდენიმე დღე დაელოდება „ქართული ოცნების“ პოზიციას  ამ საკითხთან დაკავშირებით და  განცხადებას შემდგომ გააკეთებს.

„დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ორი ვარიანტია-შესაძლებელია ეს ამინისტია ორივე ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს, შეიძლება მხოლოდ ძველი ხელისუფლების ინტერესში და რადგან მათ ჯერ კიდევ ბერკეტები აქვთ,  იყენებენ იმ ბერკეტებს, რისი საშუალებაც აქვთ. ჩვენი კოალიცია  რამდენიმე დღე დაელოდება რა გამოხმაურებას გააკეთებს „ქართული ოცნება“ ხეთაგურის ამ ბრძანებულებასთან დაკავშირებით“,-აცხადებს ანთაძე.