საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რწმუნებული დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რამდენიმე მათგანი დაასახელა.
კახეთის რეგიონში რწმუნებულად ინიშნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთში ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში გიორგი ჭელიძე.
„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.