ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკური გუნდის ფორმირებაზე ბევრი რომ ვიფიქრე, არ ნიშნავს, რომ გამიჭირდა

ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკური გუნდის ფორმირებაზე ბევრი რომ ვიფიქრე, არ ნიშნავს, რომ გამიჭირდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის შერჩევისას ამა თუ იმ კანდიდატის პროფესიონალიზმით იხელმძღვანელა, თუმცა აღინიშნა, რომ გაცილებით მეტი ყურადღება მათ სწორ ქართულ ცხოვრებას მიაქცია.

რაც შეეხება შეკითხვის პასუხად, თუ რატომ გაუჭირდა მას ეკონომიკური გუნდის ფორმირება, ივანიშვილი აღნიშნავს,  ის, რომ ამ საკითხზე ბევრი იფიქრა, არ ნიშნავს, რომ გაუჭირდა.

„ეკონომიკური გუნდის ფორმირება არ გამჭირვებია. ამ საქმეს ისევე, როგორც თუნდაც განათლების მინისტრობის კანდიდატის შერჩევას, მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდეთ და სერიოზულად განვიხილეთ. ის რომ ბევრი ვიფიქრეთ, არ ნიშნავს, რომ გაგვიჭირდა. ძალიან ბევრ კანდიდატზე გვქონდა მსჯელობა და მიმაჩნია, რომ ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.