ბიძინა ივანიშვილი: ამირან გამყრელიძე ჩემი მრჩეველი იქნება და ჯანდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ

ბიძინა ივანიშვილი: ამირან გამყრელიძე ჩემი მრჩეველი იქნება და ჯანდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად აღარ განიხილება, ის გუნდში დარჩება და ამ სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ამირანი ჩვენი გუნდის წევრად დარჩება. ის ჩემი მრჩეველი იქნება და ჯანდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ. ის პირველ რიგში პრიორიტეტს და უპირატესობას საკუთარ შვილს ანიჭებდა და მისი სურვილი იყო, რომ შვილისთვის მაქსიმალური ანგარიში გაეწია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდებოდა გამყრელიძის ხმამაღალ განცხადებებს, უმუშევართა კომპენსაციებსა და პენსიებთან დაკავშირებით, ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი განცხადებები აბსოლუტურად თანმიმდევრული და სწორი იყო.